Logo

მხარის რწმუნებულმა ქვიშხეთში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

20 მარტი 2015

20 მარტს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. ამ დროისათვის ქვიშხეთში უკვე აშენებულია 2 ხიდი, მიმდინარეობს 4 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე ხორციელდება მილხიდებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ქვიშხეთში მდინარე შოლას მონაკვეთებზე გაბიონისა და ბიტონის კედლების ნაპირსამაგრების მოწყობა და კალაპოტის მოწესრიგება. აღნიშნული სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. ადგილობრივი მოსახლეობისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილია 104 004,68 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის გაცემაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.