23 მარტი 2015
შეხვედრაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონში მერქნული რესურსის ათვისების და ტყეკაფებზე არსებული ნაშთების მონაცემები განიხილეს, ასევე,იმსჯელეს მომავალი ზამთრის სეზონისთვის მოსახლეობისთვის შეშით უზრუნველოყოფის საკითხებზე, სატყეო–სამეურნეო გზების გაყვანასთან დაკავშირებულ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობაზე და მახარდაჭერაზე, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეები ირაკლი მუკნიაშვილი და მერაბ მაჭავარიანი, სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები და შიდა ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი კახა გაზდელიანი, შეხვედრის მონაწილეებმა ,,საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების შესაბამისად, სოციალური ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი პირველი ხარისხის მერქანის მოთხოვნის ვადებში (2015 წლის 1 მაისი) წარმოდგენის საკითხზეც იმსჯელეს, საუბარი ასევე შეეხო მეორე ხარისხის მერქანით (შეშით) მოსარგებლეთა სიების დაზუსტებასა და სოციალურად დაუცველ პირებზე მერქნული რესურსის გადაცემის საკითხებს.