24 მარტი 2015
გამარჯვებულთათვის განკუთვნილ კვარცხლბეკზე დღეს გორის საჯარო სკოლის ნაკრები გუნდებიდადგნენ: N3 სკოლის გოგონათა კალათბურთისა და მინიფეხბურთის ვაჟთა გუნდები, N2 სკოლის კალათბურთის ვაჟთა გუნდი,მძლეოსნობის გუნდები,N4(მე–3 ადგილი),N1(მე–2 ადგილი)და N2(1–ლი ადგილი)საჯარო სკოლებიდან. მაგიდის ჩოგბურთში კი გამარჯვებულებად დასახელდნენ N4 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მჭედლიძე და ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე ანა მარიამიძე, ოლიმპიადის ფარგლებში დღესვე გაიმართა მძლეოსნური ესტაფეტისა და ,,მხიარული სტარტების“ ფინალური შეჯიბრებები,მძლეოსნურ ესტაფეტაში გამარჯვებას მიაღწია გორის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა,ხოლო ,,მხიარული სტარტებებში“ პირველ ადგილზე გავიდა გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გუნდი,რომელიც მედლებითა და თასით დაჯილდოვდა, შეჯიბრის ყველა მონაწილეს კი სამახსოვრო სიგელები სპორტის მინისტრმა, გორის მერმა და გორის რაიონის გამგებელმა გადასცეს,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით წელს, პირველად ტარდება, ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში გაიხსნა, ფინალური თამაშები კი ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში“ გაიმართება. ანაკლიაში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში, რომლებიც ხორვატიაში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.