Logo

‘’დავასუფთაოთ საქართველოს’’ პრეზენტაცია გორში

26 მარტი 2015

შეხვედრაზე საუბარი რამოდენიმე საკითხს შეეხო: გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები, ნარჩენების მართვის დაგეგმვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ზემოქმედება. ასევე შეხვედრაზე წარმოადგინეს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, ‘’ორქისის’’ მიერ, რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგები. პროექტის პრეზენტაცია ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვაიძემ და გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ წარმოადგინეს. შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც.