Logo

გურამ მაჭარაშვილი ,, ვიშეგრადის ქვეყნების ტრანსფორმაციის გამოცდილება შიდა ქართლის რეგიონისთვის’’ საზეიმო ცერემონიას დაესწრო

01 აპრილი 2015

ცერემონიას ესწრებოდნენ ,,ვიშეგრადის’’ სახელმწიფოების: ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის ელჩები, ვიშეგრადის ფონდის ხელმძღვანელი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის მიზანია ვიშეგრადის სახელმწიფოების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ტრენინგ-კურსის გზით. ტრენინგ კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარება, ,,ვიშეგრადის’’ სახელმწიფოების საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარება, პროექტის მომზადებისა და ფინანსების მოძიების მეთოდები, ფონდებთან მუშაობა და თანამშრომლობითი კავშირების მოძიებისა და დამყარების გზები. ტრენინგ-კურსის ფარგლებში მონაწილეები მოამზადებენ ახალ საპროექტო განაცხადებს საერთაშორისო ფონდებში წარდგენისა და დაფინანსების მოპოვების მიზნით. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი შეჯამდება პროექტის ყველა შედეგი და საზოგადოებას წარედგინება ახლად შექმნილი პროექტები.