Logo

ანდრო ბარნოვი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

22 მაისი 2013

იურიდიული მომსახურების, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, უსაფრხოების, სოციოლოგიური კვლევების, ქალთა უფლებების დაცვის, იძულებით ადგილნაცვალი პირების, შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული და ბიზნეს-პროექტები და სხვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი იყო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საქმიანობაში ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. "მიხარია, რომ რეგიონში მოქმედებს ძალიან ძლიერი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ ორგანიზაციების საქმიანობაში კომპეტენტური და მოტივირებული ადამიანები არიან ჩართული. იმედი მაქვს, ჩვენი და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობა გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისაკენ, რომ მთლიანად რეგიონში მდგომარეობა გაუმჯებესდეს", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა. შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეაც გაჩნდა, რომელიც ნებაყოფლობითი შემოწირულობებით შეივსება. შემოწირული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უმწეოებს და მარტოხელა ადამიანებს მოხმარდება.