Logo

გუბერნატორის მოადგილე გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის გახსნას დაესწრო

17 აპრილი 2015

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფუნქციაა ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეების ფსიქო-სოციალური დახმარება. სამსახურის მულტიდისციპლინარული ჯგუფი შედგება ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისაგან. ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევა მოიცავს რამდენიმე მიმართულებით მუშაობას: ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მიერ ფსიქიკური, ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქო-კორექციას, ფსიქოთერაპიასა და პარალელურად სოციალური მუშაკის მიერ გარე ფაქტორების დადგენას და მოგვარებას. ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი მუშაობს ბავშვებთან,მათ მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში ასევე მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. თანამშრომლები პრობლემის იდენტიფიკაციის შემდეგ ეხმარებიან ბავშვებს, მოზარდებს და მათი ოჯახის წევრებს ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციაში, მიზეზების დადგენაში და მართვაში. ფსიქოლოგიურ ცენტრში მოსწავლეთა გადამისამართება ხდება მანდატურის, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლის მიერ მშობლების თანხმობით შევსებული რეფერალის საფუძველზე. ამჟამად ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და გორში.