22 აპრილი 2015
,,ოლიმპიურ თემატიკაზე ბევრი წიგნია გამოცემული. ასეთი სრულყოფილი და ფართოდ ილუსტრირებული საყმაწვილო კრებული ქართულ ენაზე აქამდე არ გვქონია. ტექსტის ავტორი, მწერალი - ირაკლი ლომოური თხრობის საინტერესო და ორიგინალურ ხერხს გვთავაზობს. მკითხველი წიგნის გმირებთან ერთად იმოგზაურებს ძველ საბერძნეთში, გაეცნობა ოლიმპიურ მითებსა და ლეგენდებს, ოლიმპიური თამაშების ისტორიასა და დღევანდელობას,’’- აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა. ღონისძიების დასასრულს ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ უპასუხეს ოლიმპიური თემატიკის შესახებ დასმულ კითხვებს. სწორი პასუხების ავტორებს საჩუქრად წიგნი ,,მოგზაურობა ოლიმპეთში’’ გადაეცათ. წიგნი, რომელიც 5 ათსიანი ტირაჟით დაიბეჭდა, თბილისში და რეგიონებში ყველა საჯარო სკოლას, სასწავლებელსა და ბიბლიოთეკას გადაეცემა საჩუქრად.