29 აპრილი 2015
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ბრეძის და საციხურის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად აშენდა 17 797 გრძივი მეტრის გაზსადენი, რის შედეგადაც ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 568 ოჯახს მიეცემა. სამუშაოები 2015 წლის ივლისში დასრულდება.