Logo

დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ–ნაკრძალის საინფორმაციო ცენტრის გახსნა

29 აპრილი 2015

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დიდი ლიახვის ხეობის ოკუპირებული მუზეუმ–ნაკრძალის ადმინისტრაციული შენობა 2008 წლის ომის შედეგად სოფელ ქურთაში მის მიმდებარედ მდებარე შენობა – ნაგებობებთან ერთად სრულად განადგურდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიზანია დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ–ნაკრძალმა ადმინისტრირება გაუწიოს და განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საინფორმაციო მასალების სისტემატიზაცია. საინფორმაციო ცენტრის სივრცეში, ასევე, შესაძლებელია კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება. დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ–ნაკრძალის სივრცეში მოწყობილია ექსპოზიცია, რომელიც დიდი და პატარა ლიახვის აუზის მდიდარ ისტორიულ–არქიტექტურულ ძეგლებს–გუმბათიან და დარბაზულ ეკლესიებს, ციხე–სიმაგრეებს, ციხე–კოშკებს, ძველ საცხოვრებელ კომპლექსებს: საზღვრის მიღმა დარჩენილ ნიქოზის (V-XVI სს), თირის (X სს) მონასტრებსა და ერედვის წმ.გიორგის ეკლესიებს წარმოაჩენს. შიდა ქართლში ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამოდენიმე ასეული არქიტექტურული ძეგლია დარჩენილი. ინფორმაცია ძეგლებზე და საინფორმაციო ცენტრზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.myherita.ge. აღნიშნულ საიტზე ასევე, ომის პერიოდში მოპოვებული ფოტომასალაა განთავსებული.