30 აპრილი 2015
17 გარდაცვლილი ჯარისკაცის მემორიალთან თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გარდაცვლილი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ გადაიხადა. მემორიალთან, გმირების სახელზე გუბერნატორმა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა 17 კვიპაროსი დარგეს. ჯარისკაცების მშობლებმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ისინი შვილების სახელს არ ივიწყებენ და პატივს მიაგებენ.