22 მაისი 2013
წარმოებაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. გუბერნატორმა სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღინიშნა, რომ სახელწიფოს მხრიდან გაწეული მოკლევადიანი დახმარებები გლეხის ან ფერმერისთვის მცირე შემოსავლის მომტანია და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც ნაკლები ეფექტი მოაქვს. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გრძელვადიან პროექტებზე და ყურადღება გაამახვილოს სწორ საკრედიტო და სატარიფო პოლიტიკაზე, შხამ-ქიმიკატების კონტროლზე, მექანიზაციის განვითარების ხელშეწყობაზე და სხვა. "ხეხილის ბაღი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და მისი მეპატრონე კი საკმაოდ წარმატებული ბიზნესის მფლობელია. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ მან კარგად იცის ხეხილის მოვლის ტრადიციულ მეთოდები და ამავდროულად, აქტიურად ეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ხილის წარმოებაში, რათა უფრო გაზარდოს ბიზნესი და უფრო მომგებიანი გახადოს ის. ეს ფერმერული მეურნეობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ სახელწიფოს მხრიდან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა სოფლის მეურეობის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა და მცირემიწიანი ფართობების მქონე გლეხების კორპორაციულ გაერთიანებებად ჩამოყალიბებასა და ამ გაერთიანებების უპიატესობაზეც ისაუბრა. "ჩვენ თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოებთ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ვაშლის ჯიშებს და გვაქვს სამაცივრე მეურნეობაც, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი. იაფი კრედიტების და ჩვენი გამოცდილების გამოყენებით ვფიქრობთ გაფართოებას და მგონი წარმატებასაც მივაღწევთ. გუბერნატორს აინტერესებდა ჩვენი საწარმოს დათვალიერება და წარმოების გაზრდის ჩვენეული ხედვა. მივესალმებით ყველას, ვინც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას", - განაცხადა ფერმერული მეურნეობის მეპატრონემ გიორგი მჭედლიშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა ჭირდება სოფლის მეურნეობაში.