27 მაისი 2015
ღონისძიება მისალოცი სიტყვით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გახსნა. ,,დილას’’ გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს მხარის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა. ზურაბ რუსიშვილმა ყურადღება გაამახვილა კლუბის წარმომადგენელთა დაუღალავ და თავდაუზოგავ მონდომებაზე, რაც მისი თქმით გორის ,,დილას’’ წარმატების მთავარი საფუძველი გახდა. მან განსაკუთრებით გორის ,,დილას’’ მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის და კლუბის დირექტორის გიორგი ტუღუშის როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე გორის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული და იუმორისტული გუნდების მიერ შესრულდა ხალხური და თანამედროვე საცეკვაო და სამუსიკო ნომრები. შეხვედრაზე უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზოგადოებას ,,დილას’’ ისტორიის შესახებ მოუთხრეს, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გაწეული დახმარებისთვის მხარის გუბერნატორს და ქალაქის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.