Logo

ნიქოზში პირველი ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალი გაიმართა

01 ივნისი 2015

,,ნიქოზი 2015’’ –ში მონაწილეობა 500–მდე ბავშვმა და მოზარდმა მიიღო. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ფესტივალს ესწრებოდნენ ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოსები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ–რეგენტები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვა. ფესტივალის პარალელურად გაიმართა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა. ,,ნიქოზი’’ 2015–ის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა და ხელშეწყობა, ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების და საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა, გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია, ასევე მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.