05 ივნისი 2015
ერიკ ჰოეგმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიღწევების შესახებ ისაუბრა. ‘’ჩვენ განვახორციელეთ 50 000-ზე მეტი პატრულირება და დავეხმარეთ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას ძალადობრივი ქმედებების შემცირებასა და ნდობის მოპოვების საკითხებში. ასევე, ევროკავშირის დაწესებულებებსა და ევრო კავშირის წევრ სახელმწიფოებს დროულად ვაწვდიდით ინფორმაციას რეგიონში განვითარებულ მოვლენების შესახებ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას რეგიონში’’ - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.