Logo

ზურაბ რუსიშვილმა სტიქიით დაზარალებული სოფლები მოინახულა

07 ივნისი 2015

თითქმის ერთი კვირაა შიდა ქართლის სოფლების ხანგრძლივი წვიმა და სეტყვა აზიანებს. წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ათზე მეტი სოფელი კვლავ მნიშვნელოვნად დააზარალა. ატენის ხეობაში ოლოზის, წედისის, ბნავისის სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ნათესები დაიტბორა, ამასთან მთიდან წამოსულმა ქვა–ღორღმა სასოფლო გზებიც ჩაკეტა.