Logo

ანდრო ბარნოვი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

07 მარტი 2013

დაფინანსებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ათი ცენტრი ფუნქციონირებს და პროექტის მიზანი დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა. ჩართულობის ცენტრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სივრცეს შეხვედრების, დისკუსიების, განხილვებისა და პრესკონფერენციების გასამართად მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ნინო ჟვანიას თქმით, გორის ჩართულობის ცენტრი წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და შეხვედრების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა ამ ხნის მანძილზე ადგილობრივი მთავრობის აქტიურობა ნაკლებად ჩანდა. ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ძალიან დაეხმარა მას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობაში და აღნიშნა, რომ ნებისმიერ დისკუსიასა და შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საზოგადოების მხრიდან მისი ჩართულობის ინტერესი იქნება.