10 ივნისი 2015
პროექტის მესვეურებმა ,,მრგვალი მაგიდის’’ სტუმრებს პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები, რეგიონში ჩატარებული კვლევის ანალიზი და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობები გააცნეს. შემდეგ გაიმართა დისკუსია შიდა ქართლში არსებულ სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებზე. სტუმრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე და სოციალური საწარმოების ის საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს, სადაც მათ პროექტთან თანამშრომლობა ესახებათ, მაგალითად, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, საბავშვო ბაღი ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, დღის ცენტრები მოხუცთათვის და მოზარდებისათვის და სხვა. მომავალ კვირას უკვე მოხდება საგრანტო კონკურსის გამოცხადება და სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარი წინადადებები წარადგინონ.