Logo

ოლიმპიური ცეცხლი შიდა ქართლში

15 ივნისი 2015

ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ქალაქ გორის მერმა სიტყვით მიმართა. რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეკრებილ ხალხთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ღრმა მწუხარება გამოხატეს დატრიალებული ტრაგედიის გამო. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 16 ივნისს ჩირაღდანი უკვე ქარელში ჩავა და შემდეგ დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად გააგრძელებს მოძრაობას.