Logo

ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების გახსნა გორში

27 ივნისი 2015

გორის ცენტრიდან ,,ლიბერთი ბანკის’’პირველი ავტომობილების გასვლას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის მოადგილეები გურამ მაჭარაშვილი და დავით ჯოლბორდი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი, ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ‘’ლიბერთი ბანკის’’ ლიბერთი ექსპრესის მობილური ფილიალები სახელმწიფო სერვისებით მოემსახურებიან ისეთ სოფლებს, სადაც არ არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი ცენტრები. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას აღარ მოუწევს შორ მანძილზე გადაადგილება სახელმწიფო სერვისების მისაღებად. ლიბერთი ექსპრესის მობილურ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს ,,მექანიზატორის’’ მომსახურება, პასპორტის და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებით განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვა. საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ექსპრესის 113 მობილური ფილიალი ყოველთვიურად 1,000–ზე მეტ სოფელში 155,000–ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ლიბერთი ექსპრესის მობილურ სერვის ცენტრში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვა.