09 ივლისი 2015
ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ჩართულია საჯარო რეესტრის ერთიან კომპიუტერულ ქსელში. შესაბამისად, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საქართველოს ნებისმიერ რაიონში, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე.