14 ივლისი 2015
შეხვედრაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სოფელ ხურვალეთში ,,მცოცავი ანექსიის’’ შესახებ იმსჯელეს. საოკუპაციო რეჟიმმა პირობითი საზღვარი კიდევ გადმოწია. ამ ფაქტის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობის პირები დეტალურად პასუხობდნენ. ამჯერად ოკუპანტებმა საზღვრის მანიშნებელი ბანერები სოფელ ხურვალეთში აღმართეს, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრებლების კუთვნილი ათეულობით ჰექტარი მიწის ფართობი და ბაქო–სუფსის მილსადენის გარკვეული ნაწილი კონფლიქტის ზონის მიღმა აღმოჩნდა.