17 ივლისი 2015
სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევის გარდა მათ აგრეთვე აქვთ ბუნებრივი აირის მიწოდების და სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა. როგორც მხარის რწმუნებულმა განაცხადა, ხელისუფლება ინფორმირებულია ადგილობრივების პრობლემებზე და მათ ოპტიმალურ ვადებში გადასაწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა.