Logo

ზურაბ რუსიშვილი სოფელ ხურვალეთში მოსავლის აღების სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო

20 ივლისი 2015

‘’საოკუპაციო ხაზის მიმდებარე არც ერთ სოფელს ამჟამად მოსავლის აღების პრობლემა არ აქვთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ყველა აქ მცხოვრები მოსახლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს’’,– განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით წელს ტექნიკა ისეა მობილიზებული, რომ მუშაობის პროცესში შეფერხებები არ არის და მოსავალს ყველა დროულად აიღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,მექანიზატორის’’ მიერ სოფელ ხურვალეთსა და წითელუბანში სამუშაოების შესასრულებლად 3 ერთეული კომბაინია მობილიზებული.