23 ივლისი 2015
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მისი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე, ფილმის რეჟისორი სალომე/ნუცა ალექსი–მესხიშვილი. პირველად, დიდი პაუზის შემდეგ, 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში მაყურებელი წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავს.