22 მაისი 2013
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის, ისე შიდა ქართლის სხვა რაიონებში მცხოვრები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ნაღმზე აფეთქებულთა ოჯახებისათვის. გარდა ამისა, 2012 წელს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა საცხოვრებლის ინტერიერის გაუმჯობესების პროგრამა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რათა თითოეულ რეაბილიტირებულ საცხოვრებელში მინიმუმ ერთი მშრალი და თბილი ოთახი არსებობდეს. აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისთან თანამშრომლობით, ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამებს, რომლების ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთას ითვალისწინებს. ანდრო ბარნოვმა და დანიელ მესერლიმ სოფელ მეჯვრისხევში არსებულ სასმელი წყლის პრობლემაზეც ისაუბრეს, რომელიც ერთობლივი თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. გუბერნატორის თქმით, ის აღნიშნულ საკითხში კარგად გაერკვევა და ყველანაირად ეცდება პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყოს.