01 აგვისტო 2015
შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი და შპს ,,მექანიზატორის’’ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში მოსავლის აღების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. სოფელ ხურვალეთში 242 ჰა მიწის ფართობზე შპს ,,მექანიზატორმა’’ მოსავლის აღება უკვე დაიწყო. ხორბალი, ქერი და შვრია ხურვალეთში 145 ფერმერს აქვს დათესილი. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს ,,მექანიზატორის’’ მომსახურებით ისარგებლა გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდა. თანხის დაბრუნების პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.