Logo

ანდრო ბარნოვი ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა

22 მაისი 2013

გუბერნატორმა ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა რთულ პერიოდში გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ რეაგირების გარეშე უკანონოდ გათავისუფლების არც ერთ შემთხვევას არ დატოვებს. ბარნოვის თქმით, არავის აქვს უფლება, საჯარო მოხელეს თანამდებობა იძულებით დაატოვებინოს. გუბერნატორი გეგმავს, რომ ზეწოლით გათავისუფლების და ნეპოტიზმის ფაქტები უფლებადამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეატყობინოს. "საჯარო სამსახურის პოლიტიზება არაჯანსაღი ტენდენციაა, რაც არ უნდა დავუშვათ და მე ყველანაირად შევეცდები, მსგავს გამოვლინებებს წინ აღვუდგე. საჯარო მოხელეებს, იმის მიუხედავად, თუ საით იხრება მათი პოლიტიკური სიმპათია, სტაბილურობისა და დაცულობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ. ეს საჯარო სამსახურის გრძელვადიან ეფექტიან მუშაობას ხელს უწყობს და ესეც არ იყოს, ელემენტარული სამართლიანობის საკითხია," - განაცხადა ბარნოვმა.