Logo

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დახმარებით გორის 4-ე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

31 აგვისტო 2015

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის დაფინანსებით გორის 4-ე საჯარო სკოლაში ზაფხულის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსურულებელი საქართველოში ნიკოლას ბერლინერი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. პროექტი, თავდაცვის სფეროში, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლობის სამსახურის მიერ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა სკოლის სპორტული დარბაზი, ხელახლა გაილესა კედლები, დაიგო ბეტონის საფარველი, შეთეთრდა ჭერი; შეიღება როგორც სპორტული დარბაზის ასევე სკოლის დერეფნების კედლები; გამოიცვალა სპორტული დარბაზის კარი და გაკეთდა პანდუსი. პროექტის ფარგლებში შემოიღობა სკოლის შიდა ეზო. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება 4-ე სკოლის სრულად ადაპტირება, რის შემდეგადაც შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს სკოლაში გადაადგილება და განათლების მიღება უპრობლემოდ შეეძლებათ. აღნიშნული პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.