Logo

გერმანიის ელჩი საქართველოში გუბერნატორის ადმინისტრაციას სტუმრობდა

25 ოქტომბერი 2015

გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი დღეს შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნტორის ადმინისტრაციას სტუმრობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები გურამ მაჭარაშვილი და დავით ჯოლბორდი. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი. ელჩის სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა რეგიონის მდგომარეობის და პოტენციალის გაცნობა. შიდა ქართლის ზოგადი მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ ელჩს ინფორმაცია გუბერნატორის მოადგილეებმა გურამ მაჭარაშვილმა და დავით ჯოლბორდმა მიაწოდეს. ბეტინა კადენბახი ასევე დაინტერესდა განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია გორს. ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, გორს გააჩნია ტურისტული პოტენციალი და აქვს მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ტრადიციები რომლის ხელშეწყობა და განვითარება დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე. მერმა ასევე ხაზი გაუსვა ქალაქ გორის სპორტულ პოტენციალს და ტრადიციებს. ზურაბ ჯირკველიშვილმა სპორტკომპლექსის აშენების საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით შესაძლოა საერთაშორისო ტურნირების ჩატარების სივრცედ იქცეს, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება თვითმმართველი ქალაქისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ ქალაქისა და რეგიონის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში შესაბამის სამინისტროებს გადასცემს, რომლებიც რეგიონისთვის საჭიროებების გათვალისწინებით დახმარების გაწევას შეეცდებიან.