03 ნოემბერი 2015
პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომისიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით 3 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის მცირე დარბაზში 2016 წლის ბიუჯეტის კანონ–პროექტის განხილვა მოეწყო. შეხვედრას საპარლამენტო კომისიასთან ერთად სამინისტროების, გუბერნატორის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის განხილვაზე იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახატანგაშვილი. მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სამინისტროების წარმომადგენლებს კითხვები რეგიონის მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ დაუსვეს, რასაც მათი მხრიდან შესაბამისი პასუხები გაეცა. პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის ორგანიზებით 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრები საქართველოს მასშტაბით რეგიონებში წლის დასრულებამდე გაგრძელდება.