30 დეკემბერი 2015
შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელებში ქვემო ჭალასა და მეჯვრისხევში, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. თავდაპირველად გუბერნატორი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში აბულაძეების შვიდ სულიან ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილტან ერთად ესტუმრა და პატარებს სათამაშოებთან ერთად ტკბილეულით სავსე კალათა მიუტანა, რის შემდეგაც მხარის რწმუნებული მეჯვრისხევში მცხვრებ მარღიშვილების რვა სულიან ოჯახში მივიდა და ბავშვებს დამდეგი შობა და ახალი წელი სუვენირებით, სათამაშოებითა და ტკბილეულით მიულოცა.