Logo

ანდრო ბარნოვი გორში მცხოვრებ ლოქაბიძეების ოჯახს ესტუმრა და პრეზიდენტის საჩუქარი - 10 000 ლარი გადასცა

22 მაისი 2013

პროვინციაში მუხრან შუკვანის სახელობის სამხედრო ბაზაზე მსახურობს. მისი ერთადერთი შემოსავალი სამხედრო მოსამსახურის ხელფასია, რომლის დიდი ნაწილი შვილის მკურნალობას ხმარდება. "ჩვენი ოჯახისთვის ყურადღება და მორალური მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ოჯახის დიასახლისმა თამარ თურმანიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანხა მნიშვნელოვნად დაეხმარება მის შვილს სრულად გამოჯანმრთელებაში. "ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ პატარა გიორგის ავადმყოფობა მკურნალობას ექვემდებარება და აქვს სერიოზული პროგრესი. ეს კონკრეტული შემთხვევა არის იმ დამოკიდებულების გამოხატულება, რაც აქვს პრეზიდენტს და რაც უნდა ჰქონდეს მთელს სახელმწიფოს და საზოგადოებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც ასეთ ცხელ წერტილებში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან სამშობლოს", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.