Logo

ანდრო ბარნოვი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს შეხვდა

22 მაისი 2013

განხილვის თემა ასევე იყო ქართლის გლეხური ღვინის ფესტივალის ორგანიზება, კერძო ინიციატივების ხელშემწყობი დონორი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შექმნა, სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულ მოქალაქეთა კონკრეტული შემთხვევები და გამჭვირვალობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა. შეხვედრის მონაწილეებმა თვითმმართველობის შემდგომი განვითარების პერსპექტივების შესახებაც იმსჯელეს. დასასრულს, შეთანხმება შედგა სამომავლო ურთიერთობის ფორმატზეც. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული დარბაზი ერთი წლის წინ შეიქმნა. მასში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. ანდრო ბარნოვმა საზოგადოებასთან შეხვედრები დღეიდან დაიწყო. უახლოეს ხანში ის შეხვედრებს "გორის სახალხო დარბაზის" წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც გეგმავს.