Logo

ანდრო ბარნოვის თვითმმართველობების ხელმძღვანელების დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა

23 მაისი 2013

არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის. „გუშინ საღამოს ჩვენი რეგიონის ყველა თვითმმართველობის ხელმძღვანელი არათუ თანახმა იყო მოსვლაზე, არამედ იყო მათი მხრიდან დიდი დაინტერესება იყო დღვანდელი შეხვედრით. ჩემი აზრით გუშინ გვიან ღამით ამ ადამიანებს შორის მოხდა კოორდინაცია. არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ დავასახელო რომელმა მაჟორიტარმა ან პოლიცილემა დაავალა მათ, რომ არ მოსულიყვნენ, მაგრამ ფაქტია რომ დღევანდელი შეხვედრაზე არავინ მოსულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს პროექტი მაინც განხორციელდება. ვერ წარმომიდგენია ვერანაირი მექანიზმი, რომელიც შეიძლება ამ საქმეს წინ გადაეღობოს. ესაა ის საქმე, რომელიც ჭირდება ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენ თუ ვლაპარაკობთ აგროსექტორის განვითარებაზე ეს არის რეალური გზა ამ განვითარებისა,“ განაცხადა ანდრო ბარნოვმა. ქართული ღვინის პოპულარიზაციის და რეგიონის მეღვინეთა მხარდაჭერის მიზნით ანდრო ბარნოვი ,,ქართლის ღვინის ფასტივალის“ ჩატარების ინიციატივით ერთ თვის წინ გამოვიდა. წამოწყებული კამპანიის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ,,ღვინის კლუბის“ წარნმომადგენლებს და მათთან ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. გარდა ამისა საუბარი შეეხო ადგილობრივ მეღვინეთა ასოციაციის ჩამოყალიბების საჭიროებასაც, რომელიც ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, ხარისხის კონტროლის, ღვინის ბრენდირების და რეალიზაციის პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება ადგილობრივ მეღვინეებს. ,,ქართლის ღვინის ფესტივალის ჩატარება“ მაისის თვეში იგეგმება.