29 დეკემბერი 2015
დღეს, 29 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ გენარალ–მაიორ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, სდსს–ს წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიას დაესწრო. გუბერნატორმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის წარმოთქმის შემდეგ, წვევამდელები მამა გიორგიმ დალოცა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.