14 ნოემბერი 2015
წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ტილიანამ და სურამულამ ქარელისა და ხაშურის რაიონის სოფლები დატბორა. ვითარების გასაცნობად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი. ზურაბ რუსიშვილმა დატბორილი სოფლების: სატივის,ხიდისყურისა და გომის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა რა ვითარებაა ამ დროისთვის სტიქიის ზონაში. გუბერნატორი იმყოფებოდა მოხისის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე სურამულამ დასახლების მიმდებარე ტერიტორია დატბორა. სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ტექნიკის საშუალებით კალაპოტიდან გადმოსული მდინარეებისთვის მიმართულების შეცვლას ცდილობენ.