Logo

გუბერნატორის ადმინისტრაციაში სკოლების საჭიროებებზე იმსჯელეს

01 დეკემბერი 2015

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს თეიმურაზ მაჩაიძეს და სააგენტოს სამშენებლო სამეურნეო სამსახურის უფროსს მერაბ ჭონიაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს შიდა ქართლში არსებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტტურული მდგომარეობის განხილვა და სამოქმედო პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა. გამგებლებმა, რესურსცენტრების დირექტორებთან ერთად სააგენტოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ სკოლების შესახებ რომელიც სამშენებლო, გასამაგრებელ ან სარეაბილიტაციო ჩარევას საჭიროებს. უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტებიდან მიღებულ დეტალურ ინფორმაციას, საჯარო სკოლების მდგომარეობასთან დაკავშირებით, გუბერნია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაგუზავნის. თეიმურაზ მაჩაიძის განცხადებით კი სააგენტო არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით მაქსიმალურად უზრუნველყოფს სკოლებში შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას და არსებული პრობლემების მოწესრიგებას.