Logo

8 ათსართულიან კორპუსში ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს

09 დეკემბერი 2015

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობის დაწყებას ჩაუყარეს საფუძველი. გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, ქალაქში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მწვავე პრობლემა გადაიჭრება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტრანსმშენი“ ახორციელებს. სატენდერო ღირებულებამ 21 980 900 ლარი შეადგინა.