Logo

გაეროს დახმარება შიდა ქართლელ ფერმერებს

12 თებერვალი 2016

ფერმერთა საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა დღეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი მამუკა ლომსაძე და გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საინფრმაციო–საკონსულტაციო ცენტრებს გაეროს განვითარების ფონდმა აგრარულ საკითხებზე გამოცემული უახლესი ლიტერატურა და მცირე სამეურნეო ლაბორატორიები გადასცა, რომელიც ფერმერებს ნიადაგის მდგომარეობის გაცნობის და მცენარეთა დაავადებების აღმოჩენის დადგენაში დაეხმარება. შეხვედრას საკონსულატციო ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან. გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიკრო ლაბორატორიების მუშაობის ეფექტიანობაზე და ცენტრებს დახმარებას სამომავლოდაც დაპირდნენ. გეტყვით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებშიც ფუნქციონირებს, რომლიც ემსახურება ადგილორბივი ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის კუთხით რჩევებისა და კონსულტაციების მიწოდებას, ასევე სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ფერმერთა ინფორმირებას.