Logo

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია

17 თებერვალი 2016

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის მიერ დოკუმენტის დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით. 17 თებერვალს, ხაშურში, სამუსიკო სკოლაში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი.