02 მარტი 2016
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით, ქარელის კულტურის ცენტრმა მასშტაბურ შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობას ორმოცამდე პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენლები იღებდნენ.
საღამოს ლაიტმოტივად ჯაზური კომპოზიციები გასდევდა. პოეზიის საღამოზე გაჟღერდა ინიციატივა, რომლიც მიზნად პირველი მარტის პოეზიის დღედ დაწესებას ისახავს.
შეხვედრაზე საზოგადოებას მიმართა შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სოსო ოქრომელიძემ და ქარელი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა, ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა პოეტებს მათ დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. სარამოზე სხვადსხვა თაობის პოეტებმა კულტურის ცენტრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.