Logo

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

23 მარტი 2016

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები შიდა ქართლის რეგიონში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე 11-მდე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს. 
კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანას თემში სოფელ ზადიანთკარში ხვნის სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ოქრომელიძე ადგილზე გაეცნენ.