Logo

მასშტაბური პროექტები სადგურის დასახლებაში

24 მარტი 2016

2013 წელს დაიწყო ქ. გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შესრულებულ სამუშაოებზე დაიხარჯა 4.3 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნულ დასახლებაში მოეწყო ახალი საკანალიზაციო ქსელი. მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდა საკანალიზაციო ქსელის გამწმენდი ნაგებობის სამუშაოები და მარტის თვიდან დასახლების 3700 – ზე მეტ მოსახლეს საშუალება აქვს მოახდინონ შიდა კომუნიკაციის დაკავშირება საერთო განახლებულ ქსელთან. 
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 2015 წელს დაიწყო ქ. გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში ქუჩებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 264 000 ლარს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ასფალტობეტონის საფარი, საფეხმავლო სივრცეები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე არხები მოეწყო ივანე ჯავახიშვილის, მიჩურინისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე. სამუშეოები ამჟამად ანტონ ფურცელაძის ქუჩაძე მიმდინარეობს.