09 აპრილი 2016
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი 9 აპრილის სახელობის სკვერში აღევლინა, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, შიდა ქართლის რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულებისთვის კიდევ ერთხელ ილოცეს. პანაშვიდის დასრულების შემდეგ სკვერში მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმათლებლო ცენტრის აღსაზრდელების მონაწილეობით მცირე ღონისძიება გაიმართა.