Logo

პრეზიდენტი ივანე ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმში იმყოფებოდა

15 აპრილი 2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი   კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს სტუმრობდა. პრეზიდენტმა ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმი დაათვალიერა და მისი მოღვაწეობის პერიოდში გადაღებულ ფოტომასალას გაეცნო. ადგილზე მოეწყო ფოტოალბომის წარდგინება სახელწოდებით,,სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან" – ფოტოალბომი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თსუ–ს ბიბლიოთეკამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140–ე წლის საიუბილეოდ გამოსცა. ქვეყნის პირველ პირთან ერთად ხოვლეს პირველი ლედიც სტუმრობდა. ჯავახიშვილობას თსუ–ს რექტორი ვლადიმერ პაპავა,შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილიც ესწერებოდნენ. მუზეუმში მასპინძლობა ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილმა და მისმა შთამომავლებმა გასწიეს.