04 მაისი 2016
კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი შენობა გადაეცა.
ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი.
ამ დრომდე რაიონის სასწრაფო დახმარების 40-მდე თანამშრომელი კერძო კლინიკის სამ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.