Logo

სოფელ სასირეთში დაუმარცხებელი გენერლის იუბილე აღნიშნეს

06 მაისი 2016

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადებიდან  146 წლისთავი იზეიმეს. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით სასირეთს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.

 საზეიმო ღონისძიებას რომელიც გიორგი მაზნიაშვილის სახლმუზეუმის ეზოში მოეწყო შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხალხური ცეკვისა და სიმღერის ნომრები.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი  1870 წლის 6 მაისს კასპის რაიონის სოფ. სასირეთში დაიბადა.