13 მაისი 2016
ქალაქ გორში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მარათონი გაიმართა. მარათონს ესრწრებოდნენ როგორც ევროკავშირის, ისე სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გუბერნატორის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით დაგეგმილი ღონისძიება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი მარათონი საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის ერთგვარი დემონსტრირებაა. მარათონის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოზარდებმა, აგრეთვე სტუდენტებმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. მათ ერთ კილომეტრამდე მანძილი სირბილით დაფარეს.