Logo

შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კასპში სეტყვისგან დაზარალებული სოფლები მოინახულა

13 მაისი 2016

კასპის მუნიციპალიტეტში სეტყვისგან დაზარალებულ სოფელ ნოსტეს, მთიულთუბნისა და ერთაწმინდის მოსახლეობას, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, კასპის მუნიციპილატიტეტის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილთან და მის მოადგილე თეიმურაზ ხიზანაშვილთან ერთად შეხვდა.

მათ არსებული მდგომარეობა ადგილზე ნახეს.

 სტიქიის  შედეგებს მუნიციპალიტეტში შექმნილი ზარალის შემსწავლელი კომისია დაადგენს.

იოსებ ოქრომელიძემ ერთაწმინდის მოსახლეობას, მთის კანონის პრიორიტეტები გააცნო.